აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სსიპ „საქართველოს
მედიატორთა ასოციაცია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია’’-ს თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით: ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვასა და პოპულარიზაციას.
მემორანდუმის ფარგლებში აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა უზრუნველყოფს პალატაში შემავალი წევრებისთვის, პარტნიორებისთვის მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიზნით შესაბამისი აქტივობების განხორციელებას.