მედიაციის ცენტრი

კერძოსამართლებრივი ხასიათის დავების ალტერნატიული გზით გადაწყვეტისთვის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მოქმედებს მედიაციის ცენტრი, რომელიც სასამართლოს განჩინების შესაბამისად ატარებს სასამართლო მედიაციის პროცედურას, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში დამოუკიდებელ მედიაციას დავის შეთანხმებით დასრულების მიზნით.

მედიაციის ინსტიტუტი ფართოდ არის გავრცელებული ევროპასა და ამერიკაში. ამერიკის მართლმსაჯულების სისტემაში მედიაციის ინსტიტუტი რამდენიმე ათეული წელია უკვე მოქმედებს და თანაც საკმაოდ კარგად. სასამართლოები სამოქალაქო საქმეების სიმრავლის გამო ეფექტურობას კარგავს. საქმის განხილვა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვეს გრძელდება და გარდა ამისა მძიმე სოციალური ფონის გამო ხალხს არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო ხარჯების დასაფარავად. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო დავების დაახლოებით 95%-ს გადაწყვეტა მედიატორების საშუალებით ხდება, ხოლო გერმანიის სასამართლო პრაქტიკის მიხედვით კი, სამოქალაქო დავების 90%-ზე მეტი ექვემდებარება მედიაციას.

მედიაციის მიზანი არის მხარეების მორიგება სასამართლოს გარეშე. ეს პროცესი გაცილებით ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს და როგორც წესი უფრო მდგრადი შედეგებითაც გამოირჩევა. მედიაციის პროცესში ჩართულები არიან მედიატორი, მხარეები და/ან მათი წარმომადგენლები.  მედიატორი არის ნეიტრალური პიროვნება, რომელიც საქმეში არსებულ ორივე მხარეს ზუსტად აუხსნის საქმის ვითარებას და შეეცდება მხარეები მოარიგოს.  ეხმარება  ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირებაში, საერთო ენის გამონახვაში და შეთანხმებაში. მედიაცია ნებაყოფილობითია და მხარეს შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე დატოვოს მოლაპარაკება და საქმე განსახილველად სასამართლოს დაუბრუნდება, იქ დასწრება და განაჩენის აღსრულება კი უკვე სახელმწიფოებრივი იძულების წესით მოხდება. მედიაციის ინსტიტუტის მთავარი პრიორიტეტია მხარეების ჩართულობა თავიანთი საქმის მოგვარების პროცესში. მედიატორის დახმარებით მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით.

სასამართლო მედიაცია შეიძლება გავრცელდეს:

 

მედიაციის ცენტრის რეგლამენტი

მედიაციის შესახებ ნორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან

 

მედიაციის ცენტრის მედიატორები:

 

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის მისამართია: ა. მელაშვილის ქუჩა N 26, ბათუმი 6000, საქართველო.