ექსპერტიზა დაწვრილებით

სასაქონლო ექსპერტიზა




ექსპერტიზა - ექსპერტიზის საგნის (საქონლის) დამოუკიდებელი გამოკვლევა, რომელსაც ატარებს კომპეტენტური სპეციალისტი (ექსპერტი), ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით დასმული ამოცანის მართებულად გადაწყვეტის მიზნით.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების მომართვით და  სამართალდამცავი ორგანოების დადგენილებების საფუძველზე, ხორციელდება  საექსპერტო საქმიანობა. საექსპერტო სამუშაოებზე გაიცემა ობიექტური და დასაბუთებული ექსპერტიზის აქტები და დასკვნები, რომლებიც  წარმოადგენენ ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტს  პრეტენზიის წარსადგენად  შემდგომი ანგარიშსწორების საწარმოებლად,ხოლო მხარეთა უთანხმოების შემთხვევაში დავის გადაწყვეტისას საარბიტრაჟო და  სამართალდამცავ ორგანოებში.

 საექსპერტო საქმიანობა ხორციელდება დამკვეთის განაცხადის საფუძველზე. განაცხადში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქონლის დასახელება, რაოდენობა, ადგილმდებარეობა, ექსპერტიზის ამოცანა, წარმოდგენილი დოკუმენტების სია და პასუხისმგებლობა მათ სისწორეზე.  საექსპერტო მომსახურებას ახორციელებენ კვალიფიციური სპეციალისტები ხარისხიანად და ოპერატიულად.

ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე  განაცხადი მიიღება წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა იყოს ასახული:
-    ორგანიზაციის / მეწარმის დასახელება, მისამართი, ტელეფონი;
-    საქონლის დასახელება, რაოდენობა,ადგილმდებარეობა;
-    ექსპერტიზის ამოცანა;
-    ექსპერტიზის საზღაურის გადახდის გარანტია.
შესაძლებელია მომსახურება დაჩქარებული წესით არასამუშაო დროს, უქმე და დასვენების დღეებში.

საექსპორტო პროდუქციასთან მიმართებაში ექსპორტიორმა უნდა წარმოადგინოს:
      -  განაცხადი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;
      -   ხელშეკრულება ექსპორტიორსა და იმპორტიორს შორის;
      -   ინვოისი (ანგარიშ-ფაქტურა);
      -   საქონლის წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთები.


ექსპერტიზის სახეები:


I
საწარმოო-ტექნიკური დანიშნულებისა და სახალხო მოხმარების საგნების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ექსპერტიზები:

1.    საკონტრაქტო (კონტრაქტის/ხელშეკრულების პირობების შესრულების დროს):
-    მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური ხაზების კომპლექტურობისა და 
      რაოდენობის დადგენა;
-    საქონლის ნიმუშის, ხარისხის დონის შემოწმება;
-    ტვირთის ჩატვირთვისწინა კონტროლი;
-    სატრანსპორტო და შეფუთვის საშუალებათა მდგომარეობა;
-    ექსპერტიზა შემოსული საქონლის პარტიის რაოდენობრივი, ხარისხობრივი,შეფუთვის, ნიშანდების და კონტრაქტის სხვა პირობებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით;
-    ექსპერტიზა სამომხმარებლო თვისებების მიხედვით საქონლის ხარისხის და/ან დეფექტურობის დონის განსაზღვრის მიზნით და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ნორმებთან;
-    სხვა.
2.    საბაჟო (საბაჟო მიზნებისათვის):
-    საქონლის იდენტიფიკაცია;
-    წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა;
-    საქონლის მახასიათებლების დაზუსტება და კოდის განსაზღვრა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომეკლატურის (სეს სნ) მიხედვით;
-    საქონლის მდგომარეობის, მახასიათებლების, შეფუთვის, რაოდენობის დაფიქსირება საბაჟოს ტერიტორიაზე დროებითი შენახვის საწყობში საქონლის ჩაბარების (მიღების) მომენტისთვის;
-    გამოცდისათვის ნიმუშის აღება;
-    გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის და ნედლეულის ხარჯვის ნორმების გაანგარიშება და გადამუშავების პროდუქციის იდენტიფიკაცია;
-    საექსპორტო პროდუქციის, როგორც საკუთარი წარმოების პროდუქციის განსაზღვრა;
-    სხვა.
3.    საკონსულტაციო:
-    ექსპერტიზა, რომელიც კონსტანტირებას უკეთებს დაზიანებული, სახეცვლილი საქონლის დეფექტის წარმოქმნის მიზეზებს წარმოქმნილს  შენახვის პერიოდში;
-    სხვა.
4.    სამომხმარებლო:
-    ხმარებაში ნამყოფი საქონლის ხარისხის ექსპერტიზა დეფექტების წარმოქმნის მიზეზების და/ან საქონელზე ხარისხის დაქვეითების პროცენტის დადგენით არსებული დეფექტების გათვალისწინებით;
-    სხვა.
5.    შეფასებითი (რაოდენობის, ხარისხის საექსპერტო შეფასება და ღირებულება, 
      ფასი):
-    საქონლის მდგომარეობის ხარისხის დონის განსაზღვრა, საგარანტიო ან, ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით;
-    სატრანსპორტო საშუალებების ბუნებრივი ცვეთისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;
-    საქონლის საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა მისი ფაქტიური ხარისხობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით;
-    მატერიალური და არამატერიალური აქტივების ექსპერტიზა და შეფასება;
-    საინჟინრო და სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა;
-    ავტოსასაქონლო ექსპერტიზა;
-    სხვა.

II
საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზა


III

იურიდიული

-    ხელშეკრულებათა მომზადება ინკოტერმს 2000-ის მიხედვით, გაფორმება და მისი სამართლებრივი ექსპერტიზა, კონსულტაციები, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციების განხორციელების თავისებურებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონვენციებიდან და სახელმწიფოთა შორის არსებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.


   IV

-    ლოჯისტიკური მომსახურების გაწევა (სურვეირული, ტალმანირება,
      ექსპედიტორობა და სხვა)


V
-    ფორ-სმაჟორული გარემოების დადგომის გამსაზღვრელი ექსპერტიზა;
-    სხვა.