არაპრეფერენციული წარმოშობის საერთო ფორმის სერტიფიკატი

არაპრეფერენციული წარმოშობის საერთო ფორმის სერტიფიკატი გაიცემა ყველა იმ ქვეყანაში ექსპორტირებულ საქონელზე, სადაც არ მოქმედებს პრეფერენცია ამა თუ იმ საქონელზე. იგი, უმეტეს შემთხვევაში, გაიცემა (მოწმდება) სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ. ამ დოკუმენტში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:



არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:


  1. განცხადება  (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
  2. დეკლერაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, საქართველოს მთავრობის   N420 დადგენილების N4 დანართის შესაბამისად;
  3. კონტრაქტი;
  4. ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

 

გთხოვთ ჩამოტვირთოთ ზემოთ მოცემული საჭირო დოკუმენტაციის ფორმები, რომლებიც უნდა შეივსოს მეწარმის მიერ და წარდგენილ იქნას პალატის ოფისში, ან გაიგზავნოს (დასკანირებული) პალატის ელ.ფოსტაზე. დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ელ.ფოსტით ან SMS-ით მიიღებთ შეტყობინებას, რომ თვქნს მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია მიღებულია ექპერტიზისა და სერტიფიცირების დეპარტამენტში.

ასსპა-ს მისამართი: ა. მელაშვილის ქ.N26, ბათუმი 600, საქართველო.

Email: lamzira@acci.ge, lasha@acci.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24/24:

Tel: (+995) 592 401 540; (+995) 597 804 111