შემოგვიერთდით

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ასსპა) არის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია საქართველოში. ასსპა წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებსა  და სახელმწიფო ორგანოებს შორის. იგი მუდმივად ჩართულია საწარმოების წინაშე დაყენებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების  მიღების პროცესში.

როგორც აჭარის ბიზნესის ხმა, პალატის ძირითადი მიზანია ასსპა-ს წევრების ბიზნეს ინტერესების დაცვა ადგილობრივ და ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში, საქართველოს პარლამენტში და სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებში.

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ასსპა არასამუშაო, უქმე და დასვენების დღეებში მეწარმეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისებს. ასსპა-ში გაწეულ ნებისმიერ სერვისზე პალატის წევრებისათვის მოქმედებს მომსახურების შეღავათიანი ტარიფები.

ასსპა-ში გაწევრიანებისთვის პალატის საერთო კრების მიერ დადგენილია ყოველწლიური საწევრო შენატანი, რომელიც შეადგენს:

  1. ინდივიდუალური მეწარმისთვის 40 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში
  2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის 80 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში
  3. სააქციოა საზოგადოებების, სხვა საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის 120 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში

 

გთხოვთ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული წევრობის განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს ასსპა-ში გაწევრიანებით დაინტერესებული კომპანიის მიერ და წარდგენილ იქნას პალატის ოფისში, ან გაიგზავნოს (დასკანირებული) პალატის ელ.ფოსტაზე. წევრობის განაცხადის ფორმის მიღების შემდეგ, ელ.ფოსტით ან SMS-ით მიიღებთ შეტყობინებას, რომ თვქნს მიერ შევსებული წევრობის განაცხადი არის სისრულეში და განიხილება უახლოეს ორი სამუშაო დღის განმავლობაში.

 


გთხოვთ შევსებული და დასკანერებული საწევრო განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: acci@acci.ge ან წარმოადგინოთ ასსპა-ში მისამართზე: ა. მელაშვილის ქ.N26, ბათუმი 600, საქართველო.