დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას საპატიო ვიზიტით ეწვია აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხელმძღვანელებმა განიხილეს ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონში პანდემიის პირობებში მიმდინარე ბიზნესის განვითარების გზებსა და მიმართულებებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, თავმჯდომარის მოადგილეები: ნუგზარ მიქელაძე და თამაზ თურმანიძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე. ასევე თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ შავაძე.
შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ