ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი და ექსპორტიორები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები. ასევე სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს ექსპორტის ხელშეწყობასა და ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარების შესახებ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე