საქართველო-პოლონეთის ონლაინ კონფერენცია

1460
🇬🇪🇵🇱 დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და პოლონეთის ქალაქ სილეზიის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შორის ონლაინ კონფერენცია გაიმართა.
💻 კონფერენციის თემატიკას წარმოადგენდა საქართველო-პოლონეთის ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის დამყარება.
🇬🇪 ქართული მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ თურმანიძე, თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლაშა ბოლქვაძე, საინვესტიციო და საექსპორტო ურთიერთობების მთავარი სპეციალისტი ნათია სურმანიძე.
🇵🇱 პოლონური მხრიდან კონფერენციაში ჩაერთვნენ: ქალაქ სილეზიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი რიშარდ ტურჟანსკი და მისი წარომადგენელი იან მარკავი, ასევე ბიზნესსუბიექტები.
✅ საუბარი შეეხო საქართველო-პოლონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას.
📍 პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართულ-პოლონური მხარეების კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ბიზნესის მხარდასაჭერ ღონისძიებების განხორციელებაზე.
👥 ბიზნსსუბიექტებს შორის B2B შეხვედრები შედგა, სადაც განიხილეს ბიზნესპარტნიორობის სამომავლო გეგმები.
✅ დისკუსიაში წარმოდგენილი იყო შემდეგი სექტორები: მესაქონლეობა- მეფრინველეობა, სასოფლო-სამეურნეო სატყეო ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ქიმია, ელექტროტექნიკა, ელექტრომოწყობილობა და ეკოგანათება