იურიდიული კონსულტაცია-მომსახურება

თუ თქვენ იწყებთ ბიზნესს და გინდათ ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ დღეში მოამზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია მომართეთ იურიდიულ დეპარტამენტს, თქვენ იმავე დღეს მიიღებთ შედეგს და პირველ წარმატებულ ნაბიჯს გადადგამთ ასსპა-სთან ერთად.< ასევე განყოფილება ბიზნესმენებს თავაზობს სწრაფად ხელშეკრულების მომზადებასა და ინვოისის შედგენას.

ბიზნეს კონსულტაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ასსპა ახორციელებს იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებს, გასცემს ინფორმაციას პრივატიზების პროცესის, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ და ეხმარება დამწყებ ბიზნესმენებს და ინვესტორებს ბიზსნესის დაფუძნებაში და ყოველმხვრივ ზრუნავს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

თქვენი ბიზნესის ხმა

აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა მუდმივად ჩართულია საწარმოების წინაშე დაყენებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასსპამ შეიმუშავა მარტივი და მოქნილი განაცხადის ფორმა, რომელიც იძლევა საშუალებას ონლაინ რეჟიმში სწრაფად მოხდეს თქვენი ბიზნეს პრობლემატური საკითხების შესწავლა-ანალიზი და მათი გადაწყვეტა.

მთარგმენლობითი მომსახურება

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული სათარჯიმნო ბიუროს კვალიფიციური თარჯიმნების გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის და სპეციფიკის ტექსტის პროფესიონალურ თარგმნას.

სერტიფიცირება

პალატის მიერ გაიცემა შემდეგი სახეობის წარმოშობის სერტიფიკატები: არაპრეფერენციული წარმოშობის საერთო ფორმის სერტიფიკატი პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი – ფორმა CT 1 (დსთ) პრეფერენციული წარმოშობის GSP + სერთიფიკატი - ფორმა A (ევროკავშირი) და EUR.1 (თურქეთი). < ასევე განყოფილება ბიზნესმენებს თავაზობს სწრაფად ხელშეკრულების მომზადებასა და ინვოისის შედგენას.

ექსპერტიზა

ასსპა-სთან არსებული ექსპერტიზის განყოფილება აწარმოებს საგნის (საქონლის) დამოუკიდებელ გამოკვლევას, რომელსაც ატარებს 40-მდე კომპეტენტური ექსპერტი, ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით დასმული ამოცანის მართებულად გადაწყვეტის მიზნით. ექსპერტიზის აქტები და დასკვნები წარმოადგენენ ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტს.

საერთაშორისო არბიტრაჟი

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საარბიტრაჟო სასამართლოს სახით გთავაზობთ კომერციული და კერძო დავების სამართლიან, სწრაფ და ხელმისაწვდომ გადაწყვეტის შესაძლებლობას.

მედიაციის ცენტრი

კერძოსამართლებრივი ხასიათის დავების ალტერნატიული გზით გადაწყვეტისთვის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მოქმედებს საერთაშორისო არბიტრაჟი და მედიაციის ცენტრი, რომელიც სასამართლოს განჩინების შესაბამისად ატარებს სასამართლო მედიაციის პროცედურას, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში დამოუკიდებელ მედიაციას დავის შეთანხმებით დასრულების მიზნით.

აუდიტორული მომსახურება

გამოცდილი აუდიტორებისა და ბუღალტრების დახმარებით ასსპა გთავაზობთ ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას, ქონების შეფასებას, ელექტრონულ დეკლარილებას, დეკლარაციების მომზადებასა და კონსულტაციებს.ასევე განყოფილება ბიზნესმენებს თავაზობს სწრაფად ხელშეკრულების მომზადებასა და ინვოისის შედგენას.

საპროტოკოლო მომსახურება

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გთავაზობთ სტუმრების, ბიზნესს-დელეგაციების ვიზიტის ორგანიზების, მათი დახვედრა-ტრანსპორტირების სერვისს.

მოიძიე ბიზნესს პარტნიორი

საერთაშორისო პალატებში გაერთიანების/სხვა პალატებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების გზით, ბიზნესს-ტურებისა და ფორუმების ორგანიზების საშუალებით ასსპა გთავაზობთ მაქსიმალურ შესაძლებლობებს ქართველ ბიზნესმენებს მოიძიონ პარტნიორი ბიზნესმენი და ინვესტორი.

ექსპორტის ხელშეწყობა

აჭარის რეგიონის ექსპორტის დახმარებისა და პრომოუშენის მიზნით ასსპა არეგისტრირებს რეგიონში მოქმედ ექსპორტიორებს და გასცემს ექსპორტიორის სერთიფიკატებს. საექსპორტო ბაზრების გაფართოებისათვის პალატა ეხმარება ადგილობრივ ბიზნესმენებს უცხოელი პარტნიორების მოძიებაში.

ასსპა ქსელი

ასსპა-ში გაწევრიანებულ მეწარმე სუბიექტების მონაცემები განთავსებულია ასსპა-ს მიერ დაფუძნებულ ერთიან საინფორმაციო ბაზაში. „ასსპა ქსელის“ საშუალებით პალატის წევრებს აქვთ უნიკალური საშუალება სწრაფად და ეფექტურად დაამყარონ ურთიერთ კავშირი და მოიძიონ ბიზნესს პარტნიორი. „ასსპა ქსელი“-ის ბიზნეს კატალოგი-ბიზნეს პარტნიორების მოძებნის უმოკლესი და უსწრაფესი გზა.

საარბიტრაჟო ლაბორატორია

ასსპასთან არსებული მძიმე მეტალების კვლევის ერთ-ერთი ცენტრი აჭარაში შპს „საარბიტრაჟო ლაბორატორიის“ მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებს შეუძლიათ შეასრულონ ლაბორატორიული გამოკვლევები და გასცენ დასკვნა უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე , სხვადასხვა სასურსათო და საკვებ, მცენარეულ და ასევე ცხოველურ, ნავთობით და და მისი გადამუშავებით მიღებულ პროდუქტებზე და სხვა.

ბიო ასსპა

ასსპა-სთან არსებული შპს „ბიო ასსპა“-ს მაღაზიების ქსელი, წარმოაჩენს და რეკლამირებას უწევს აჭარის რეგიონში მოქმედი მეწარმეების მიერ დამზადებულ ბიო-პროდუქციას, ისეთ სტრატეგიულ ადგილებში, როგორიცაა აეროპორტი, საბაჟო გამშვები პუნქტი, საზღვაო პორტი და სხვა.

ექსპო ბათუმი

ასსპას-თან არსებული შპს „ექსპო ბათუმი“ -ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს გამოფენების ორგანიზება, კულტურულ-ეკონომიკური და სოციალური პროექტების განხორციელება, აჭარის რეგიონის ბიზნესს გარემოს პოპულარიზაცია და ადგილობრივი პროდუქციის რეკლამირება.