სერტიფიცირება / ექსპერტიზა

სერტიფიცირება


პალატის მიერ გაიცემა შემდეგი სახეობის წარმოშობის სერტიფიკატები:

  ასევე განყოფილება ბიზნესმენებს თავაზობს სწრაფად ხელშეკრულების მომზადებასა და ინვოისის შედგენას.


ასსპა-ს მისამართი: ა. მელაშვილის ქ.N26, ბათუმი 600, საქართველო.

Email: lamzira@acci.ge, lasha@acci.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24/24:

Tel: (+995) 597 804 111; (+995) 592 401 540

 


ექსპერტიზა


ასსპა-სთან არსებული ექსპერტიზის განყოფილება აწარმოებს  საგნის (საქონლის) დამოუკიდებელ გამოკვლევას, რომელსაც ატარებს სხვადასხვა დარგის 40-მდე კომპეტენტური ექსპერტი, ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით დასმული ამოცანის მართებულად გადაწყვეტის მიზნით. ექსპერტიზის აქტები და დასკვნები  წარმოადგენენ ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტს, იხილეთ დაწვრილებით...

სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების დებულება


საექსპორტო პროდუქციასთან მიმართებაში ექსპორტიორმა ექსპერტიზის ჩასატარებლად და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დასადგენად  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:


გთხოვთ ჩამოტვირთოთ ზემოთ მოცემული განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს მეწარმის მიერ და წარდგენილ იქნას სხვა დოკუმენტაციასთან ერთად პალატის ოფისში, ან გაიგზავნოს (დასკანირებული) პალატის ელ.ფოსტაზე. დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ელ.ფოსტით ან SMS-ით მიიღებთ შეტყობინებას, რომ თვქნს მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია მიღებულია ექპერტიზისა და სერტიფიცირების დეპარტამენტში.

ასსპა-ს მისამართი: ა. მელაშვილის ქ.N26, ბათუმი 600, საქართველო.

Email: acci@acci.ge; vakhtang.gachava5@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24/24:

Tel: (+995) 558 211 551; (+995) 514 010 761

 

ექსპერტიზის ჩატარების პირობები

ექსპორტიორმა განაცხადი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ 1-2 დღით ადრე უნდა შემოიტანოს ექსპერტიზის განყოფილებაში, უნდა უზრუნველყოს ექსპერტის (ექსპერტების) მიყვანა დანიშნულების ადგილზე(ობიქტზე), უნდა შეუქმნას ექსპერტს ყველა პირობა საქონლის დასათვალიერებლად და შესამოწმებლად, ნიმუშების და სინჯების აღების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ნორმატიული-ტექნიკური დოკუმენტაცია(ტექნიკური პირობები, გოსტები, მეწარმე სუბიექტის სტანდარტები და სხვა) და უზრუნველყოს მუშახელის და საჭირო ინვეტარის გამოყოფა.  ექსპერტიზის შედეგების დასამუშავებლად და აქტის შესადგენად ექსპერტიზის დამკვეთის მხრიდან ასევე გამოყოფილ უნდა იქნეს ოთახი, სადაც იქნება ნორმალური პირობები მუშაობისათვის.