თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს სავაჭრო ატაშეები ქ.ბათუმში, ფეიზა ერდოღანი და დიდემ დირლიქ სონღური, გამოსამშვიდობებელი ვიზიტით აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვივნენ. საკონსულოს სავაჭრო ატაშემ ფეიზა ერდოღანმა დაასრულა 4 წლიანი დიპლომატიური მოღვაწეობა აჭარაში.
თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს სავაჭრო ატაშეებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და პალატის თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ მიქელაძემ უმასპინძლეს.
შეხვედრაზე თურქმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს მისი აჭარაში მოღვაწეობის პერიოდში სავაჭრო პალატის მხრიდან გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.
გიორგი რომანაძემ ხაზი გაუსვა თურქეთის საკონსულოს როლს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.