აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში ჰოსეინ ზაფარ ყასემფური და ვიცე კონსული ეწვივნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე სტუმრებს პალატის სერვისებსა და აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მისი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ასევე საქართველოდან ირანელი ინვესტორების გადინების ტენდენციას.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ექსპორტ-იმპორტის განვითარების საკითხებზე, შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პალატებს შორის თანამშრომლობასა და გამოფენებში მონაწილეობის მიღებაზე.