სიახლე!!!
ონლაინ ტრენინგ კურსი „სოციალური მედიის მართვის საფუძვლები“ ადგილობრივი მეწარმეებისთვის!
27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით!
განრიგი და განსახილველი საკითხები:
27 ოქტომბერი 16.00-18.00 სთ – სოციალური მედია არხების კონცეფცია და მათი ალგორითმები – Facebook, Instagram, Youtube, Tiktok; სოციალური მედია არხის შერჩევის კრიტერიუმები – პრაქტიკული სავარჯიშო ბიზნესების მახასიათებლების გათვალისწინებით (პრეზენტაციები);
28 ოქტომბერი 16.00-18.00 სთ – ეფექტური კონტენტი: დარწმუნების ტექნოლოგიები – თეორია და პრაქტიკა e-commerce-ში;
31 ოქტომბერი 16.00-18.00 სთ – ეფექტური ვიზუალური კონტენტის შექმნა – Canva.ში მუშაობა;
1 ნოემბერი 16.00-18 სთ – ეფექტური ტექსტუალური კონტენტის შექმნა – შეტყობინების აგებულება, ელემენტები, ჰეშთეგები, საკვანძო სიტყვები;
2 ნოემბერი 16.00-18.00 სთ – სიტუაციური მარკეტინგი – ონლაინ აქტივობები, სოციალური პასუხისმგებლობა; გამოხმაურების მართვა – როდის და როგორ გამოვეხმაუროთ მომხმარებელთა მოთხოვნებს.
სამუშაო ენა: ქართული
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა!
მსურველები დაგვიკავშირდით: (995) 557722936/577302690