“ღია დილოგი ბიზნესთან”

715

„ღია დიალოგი ბიზნესთან“- ფორმატის ფარგლებში, საქართველოსა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, პარტნიორებთან ერთად, რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა.

მეწარმეები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილი ბიზნესის მხარდამჭერ საგრანტო პროექტებს. მოეწყო პრეზენტაციები სოფლის განვითარების სააგენტოს, ,,აწარმოე საქართველოში’’, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის პროგრამების შესახებ.

შეხვედრის მიზანი, სახელმწიფო პროგრამების გაცნობასთან ერთად, პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება იყო. მეწარმეებს მიეცათ საშუალება პირდაპირ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

შეხვედრაზე ისაუბრეს პრობლემურ საკითხებზე, რომელიც აწუხებს კერძო სექტორს არა მარტო პროგრამებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, რათა მოხდეს დონორებთან და შესაბამის უწყებებთან  ამ საკითხების მიტანა და ბიზნესის ხელშეწყობა.