აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პოლონეთის ნაციონალური სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, კატოვიცეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის თავმჯდომარე ტომაშ ზიავონი და საერთაშორისო კორპორაციული ჯგუფის „Premcoal group’’-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კშიშტოფ სტრუპეხოვსკი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იმსჯელეს აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის ურთიერთობის გარღმავებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.მხარეებმა წარმოადგინეს მათი ხედვები ერთობლივი პროექტების შესახებ.
,,პოლონეთი და საქართველო მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებია, მზად ვართ ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ჩვენს პალატას მსოფლიოს 7 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, ვაპირებთ გავხსნათ წარმომადგენლობა ბათუმში.’’-აღნიშნა ტომაშ ზიავონიმ.
შეხვედრის ბოლოს, დელეგაციის წევრებმა პალატის თავმჯდომარე და წარმომადგენლები სილეზიის მხარეში ბიზნეს კონგრესზე მიიპატიჟეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აგროპროექტების მართვის კომპანიის გენერალური დირექტორი გოჩა ბერიძე, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ჯუმბერ ტუღუში და ნუგზარ მიქელაძე.