ჩვენს შესახებ

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ასსპა) არის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია საქართველოში. ასსპა წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებსა  და სახელმწიფო ორგანოებს შორის. იგი მუდმივად ჩართულია საწარმოების წინაშე დაყენებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების  მიღების პროცესში.

 

როგორც აჭარის ბიზნესის ხმა, პალატის ძირითადი მიზანია ასსპა-ს წევრების ბიზნეს ინტერესების დაცვა ადგილობრივ და ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში, საქართველოს პარლამენტში და სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებში.

ასსპა რეგულარულად სწავლობს და უკეთებს სვოდანალიზებს აჭარის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, ადგენს და აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს რეგიონის ეკონომიკის სექტორების მიხედვით. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ასსპა არასამუშაო, უქმე და დასვენების დღეებში მეწარმეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისებს. 

პალატაში გაიცემა საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, ასსპა აგრეთვე ახორციელებს საექსპერტო საქმიანობას, აუდიტორულ საქმიანობას, ეწევა იურიდუიულ კონსულტაციას, მთარგმნელობით მომსახურებას, ბიზნეს კონსულტაციებს, გასცემს ინფორმაციას პრივატიზების პროცესის შესახებ, ეხმარება დამწყებ ბიზნესმენებს ბიზსნეის დაფუძნებაში და ყოველმხვრივ ზრუნავს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის, ინვესტიციების მოზიდვის, მისი გაფართოებისა და ლობირებისათვის. ასსპა ბიზნესს-დელეგაციებისა და ვიზიტორებისათვის ეწევა საპროტოკოლო მომსახურებას.  საერთაშორისო არბიტრაჟის სახით ასსპა მეწარეებს სთავაზობს ბიზნესს დავების მარტივ და სწრაფ გადაწაყვეტას.