TIKA-ს თბილისის პროგრამის კოორდინატორი – თუბა ოზუთოქი სავაჭრო პალატაში

352

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის პროგრამის კოორდინატორს – თუბა ოზუთოქს უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მისი ძირითადი მიზანი მხარეთა შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და აქტივობების დაგეგმვა იყო.
თურქული მხარე გაეცნო სავაჭრო პალატის საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.