ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი პალატაში

420

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა, სიანიანის მუნიციპალური პარტიის კომიტეტის მდივნის მოადგილე  ჰუ იონგის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები შედიოდნენ.

შეხვედრაზე პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ დაწვრილებით ისაუბრა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე,საინვესტიციო გარემოზე, სავაჭრო პალატის საქმიანობასა და სერვისებზე, ხაზი გაუსვა სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ორმხრივი პარტნიორობის გააქტიურების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა სფეროს შეეხო: ეკონომიკური და სავაჭრო გაცვლების განხორცილება და თანამშრომლობა თანასწორობისა და ურთიერთმოგების პრინციპებზე დაყრდნობით; ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარება და გაცვლა, მხარეთა ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესება და ხალხური ტურიზმის ხელშეწყობა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პროფესიული უნარების კუთხით თანამშრომლობას. მხარეებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდილ  ჩინური ინვესტიციების მოცულობაზე და ქართული ღვინის ექსპორტზე  ჩინეთში.

სტუმრებმა აჭარის რეგიონის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

დელეგაციის წევრებმა გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით  პალატის წარმომადგენლობა სიანიანში მიიწვიეს.