“პარტნიორი პალატების კიევის საერთაშორისო კლუბი”-ის სამიტი

484

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძემ კიევის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის თემას წარმოადგენდა პალატათაშორისი თანამშრომლობა უკრაინის ომის ახალ რეალობაში. შეხვედრაში მონაწილობას იღებდნენ “პარტნიორი პალატების კიევის საერთაშორისო კლუბი”-ის წევრები.

სამიტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა კიევის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ მიკოლა ზასულსკიმ, რომელიც ასევე კიევის კლუბის ხელმძღვანელია. მიკოლა ზასულსკიმ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის ომის პირობებში კიევის სავაჭრო პალატის საქმიანობის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

გიორგი რომანაძემ სიტყვით მიმართა სამიტის მონაწილეებს, გამოხატა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი როგორც უკრაინის სავაჭრო პალატებთან, ასევე კლუბის წევრებთან, ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის მიერ უკრაინის, უკრაინელი ხალხის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ.