თურქული დელეგაცია პალატაში

712

2021 წლის 24 ნოემბერს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას თურქეთის რესპუბლიკის ,,დამოუკიდებელ  მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” (MUSIAD) ქ. გუმუშჰანეს ფილიალის თავმჯდომარე აბდულბაქი ქარა,  MUSIAD ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე ჰამზა ქოსე, ფილიალისა და მმართველთა საბჭოს წევრები  ეწვივნენ.

დელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები საკვები პროდუქტების, ავეჯის, სამშენებლო მასალების, მინის წარმოების და სხვა სექტორებს წარმოადგენენ.

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის მიერ შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, ერთობლივად სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაზე, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და  საინვესტიციო გარემოზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ  აღნიშნა, რომ  პალატისა და ,,დამოუკიდებელ  მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ერთობლივი ბიზნეს აქტივობების განხორციელებას,  საწარმოების შექმნას და ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი საინვესტიციო საკითხებში თამაზ შავაძე და აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.