ონლაინ შეხვედრა ბელარუს რიელტორებთან

958

2021 წლის 19 ოქტომბერს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის  გროდნოს განყოფილების  თანამონაწილეობით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ტუღუში, დეველოპერული კომპანია ‘’ჰორიზონტ გრუპ’’-ის ხელმძღვანელი  ლაშა ახალაია, ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გროდნოს განყოფილების გენერალური დირექტორის მოადგილე საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დარგში კონსტანტინ კაიკოვი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ალექსანდრ დობროდუშენკო, გროდნოს სარიელტორო მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები: ტატიანა გრაჩეკი, არტურ ზალევსკიო, ლიდია შილო და  გროდნოში მოქმედი რიელტორები: ვლადიმირ პილსკი, ვადიმ კარპინსკი, ვადიმ კვასოვკა და სერგეი შჩერბიჩი.

ბატონმა ლაშა ახალაიამ თავის პრეზენტაციაში სრულად წარმოადგინა კომპანიის მიღწევები, მისი სიმძლავრეები, ამომწურავად უპასუხა ბელარუსი რიელტორების  ყველა  შეკითხვას. შეხვედრა ჩატარდა საქმიან ვითარებაში.  შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან გამოიხატა  დაწყებული ურთიერთობების შემდგომი გაგრძელების  სურვილი და მზადყოფნა.

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა კვლავაც აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებთან და უწყებებთან გაფორმებული მემორანდუმების  საფუძველზე მსგავსი შეხვედრების ჩატარებას, რაც არსებული პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების წარმატებული ფუნქციონირებისათვის.